ჩვენ შესახებ

Stylexpo
SM center – ს ძირითად საქმიანობას საქართველოში წარმოადგენს ავტოსერვისის, ავტოსამრეცხაო, ავტოსამღებრო, ავტომობილის ბალანსირების და სხვა ფართო სპექტრის, მაღალ ხარისხოვანი პროდუქციის იმპორტი, რეალიზაცია და მომსახურება. კომპანია, უკვე წარმატებით მოღვაწეობს, შესადუღებელი მოწყობილობების სფეროშიც, რაც საკმაოდ მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი პროდუქტია, დღევანდელ ბაზარზე. კომპანია, გახლავთ ექსკლუზიური წარმომადგენელი, მსოფლიოში ცნობილი, მსხვილი და წამყვანი ბრენდებისა.

ასევე გთავაზობთ - ავტოსამრეცხაოების, ავტოსერვისებისა და ავტომობილის სამღებრო ცენტრების პროექტირებას. თითოეულ პროექტზე ინდივიდუალური კომპლექსური მიდგომით, დაგეგმარების ეტაპიდან დაწყებული, წარმოების პროცესით დამთავრებული. საჭირო მოწყობილობების შერჩევით, მათი ექსპლუატაციაში გაშვებითა და შემდგომი მომსახურებით!

ჩვენი მიზანია - არა მხოლოდ მაღალი დონის სერვისის მიწოდება, არამედ, მუდმივი კონსულტაციები სიახლეებთან დაკავშირებით. რეკომენდაციები ოპტიმალური გადაწვეტილებების მისაღებად, რეგულარული ტრენინგები ევროპელ სპეციალისტებთან. ასევე, პროფესიონალური დახმარება და კადრების მომზადება/გადამზადება, აღნიშნულ სფეროში. ჩვენ, მოხარულნი ვიქნებით, გაგიზიაროთ ცოდნა და გამოცდილება!

ჩვენი კომპანიის ძირითადი პრინციპებია - ზუსტი, ხარისხიანი მუშაობა და თქვენი პერსონალის მუდმივი გადამზდება უახლესი მეთოდებით, მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებისა და ხელოსნების მომზადება. ამისათვის, კომპანია გამოიყენებს საკუთარ სახსრებს. ჩაატარებს სპეციალურ მასტერ–კლასებს, მოიწვევს გამოცდილ სპეციალისტებს წამყვანი ევროპული საწარმოებიდან. სწავლა მოიცავს, ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, ასევე, მოწყობილობების სწორ შერჩევას. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია, მომხმარებლის მხარდაჭერა და მათი წარმატება! კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტს (CRM). ამასთანავე, წარმატებით იყენებს, ყველა თანამედროვე მარკეტინგულ მიმართულებას და თავდაუზოგავად მუშაობს მომხმარებელთა ლოიალობის მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის. ჩვენთვის, უპირველესად ყურადსაღებია, მომხმარებლის აზრი და ერთგულება.

ჩვენ მივაწოდებთ კლიენტებს კომპლექსურ მომსახურებას, რაც ნიშნავს იმას, რომ მოწყობილობების გაყიდვასთან ერთად, ვუზრუნველყოფთ, გაყიდული მოწყობილობების გარანტიას და გარანტიის შემდგომ მომსახურებას. ჩვენი ცენტრი აღჭურვილია უახლესი ინსტრუმენტებითა და პროფესიონალურ დონეზე

მომზადებული პერსონალით. ჩვენ შევქმენით ყველანაირი პირობა, იმისათვის, რომ მომხმარებელმა თავს იგრძნოს კომფორტულად. ადგილზე ფუნქციონირებს სერვის ცენტრი, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტს შეაკეთოს, დაზიანებული მოწყობილობა და არ იზრუნოს სახარჯი მასალების მოძიებაზე, რადგან კომპანიამ უკვე იზრუნა ამაზე.
ყველა მოწყობილობასა და სახარჯ მასალებს გააჩნიათ, საერთაშორისო სერთიფიკატი DNV ISO 9001/2000
ჩვენი კომპანიის ძირითადი ამოცანაა, აბსოლიტური ხარისხი და სერვისი!

ჩვენი პარტნიორები

ყველა მოწყობილობასა და სახარჯო მასალებს აქვთ, საერთაშორისო სერთიფიკატი DNV ISO 9001/2000

  • Stylexpo
  • Stylexpo
  • Stylexpo
  • Stylexpo
  • Stylexpo
  • Stylexpo
  • Stylexpo
  • Stylexpo
  • Stylexpo